ჩვენს შესახებ

ელანის სამთო-სათხილამურო სკოლა არსებობს 2004 წლიდან. სკოლას ემსახურებიან სერტიფიცირებული მწვრთნელები, რომლებმაც გაიარეს წვრთნა ავსტრიელ ინსტრუქტორებთან სწავლების დარგში, აგრეთვე გააჩნიათ პირველადი ბაზისური დახმარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სკოლა აღჭურვილია "ელანის" ფირმის თხილამურებითა და ევროპული სტანდარტების მიერ მიღებული ჩაფხუტებით.
სათხილამურო სპორტული ბაზა მდებარეობს ტყის პირას, თავისი მიკროკლიმატით, ასევე ტერიტორიაზე არის მინი ფეხბურთის მოედანი ხელოვნური ბალახის საფარით და საცოცი კედლით, სადაც ბავშვებს აგრეთვე შეუძლიათ ითამაშონ კალათბურთი, ფრენბურთი. შენობაში არსებობს გასართობი დარბაზიც მაგიდის ჩოგბურდით და ბილიარდით.
სკოლას აქვს ენერგო მატარებლის სრული ავტონომია.
შეკრების ერთჯერადი სრული ტევადობაა 47 ადგილი. სკოლა ემსახურება 7–დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ზამთრის პერიოდში დამწყები მოთხილამურეებისათვის მოქმედებს სკოლის კუთვნილი საბაგირო, ხოლო ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს ბავშვების ფიზიკური მომზადება ზამთრის შეკრებისათვის, აგრეთვე იმართება ერთ ან ორ დღიანი ლაშქრობები ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიასა და მის ტყე-პარკებში, სადაც ბავშვები ეცნობიან ბუნებაში ქცევისა და ბანაკის მოწყობის წესებს.



ზამთრის 12 დღიანი შეკრების პერიოდში ბავშვების კვებისას გამოყენებული ძირითადი კერძებისა და პროდუქტების ჩამონათვალი

საუზმე
ჩაი, თაფლი, ხაჭაპური, კარაქი, ყველი, ბრინჯის ფაფა, სოსისი, ხიზილალა წითელი, ერბო კვერცხი, ბლინები არაჟნით, ჩალაღაჯი შებოლილი.

სადილი

I
კერძი
მაკარონის სუპი, გუფთა, ბულიონი, ბორში, ხარჩო, ვერმიშელის სუპი, მაწვნის სუპი და ა.შ.
I I
კერძი
ქათამი ბაჟეში ღომით, ნიგვზიანი ლობიო, მჭადი, მწნილი, ქაბაბი ლავაშით, კატლეტი წიწიბურით, ჩახოხბილი, შემწვარი თევზი, შემწვარი ქათამი და ა.შ.

ვახშამი

კარტოფილის ღვეზელი, კარტოფილი „ფრი“, ქათმის სალათი, ნამცხვარი, მაკარონი ხორცით/ყველით, პელმენი, ლობიანი, ვენეგრეტი, ყველი, თაფლი, კარაქი, ჩაი, კაკაო და ა.შ.